Sunday, July 6, 2014

მეცხრე დღე


 ჩემი პროექტის პორტფოლიო


  აი,უკვე მეცხრე დღეც დადგა.ჩვენი პროექტის დრო იწურება,გავედით ფინალში.პროექზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.თითოეულ ტრენინგზე ისე სწრაფად გარბოდა დრო მუშაობაში,ვერც კი ვამჩნევდი.ძალიან ბევრი რამ ვისწავლე,რაც გამომადგება ბავშვებთან მუშაობაში.სახლშიც ბევრი დავალება გვქონდა შესასრულებელი.
   ყველა მასწავლებელს ვურჩევ გაიაროს ინტელის ეს შესანიშნავი ტრენინგი.მინდა აღვნიშნო ტრენერის მონდომება და ცოდნის დონე,შემართება,ყველას ესწავლა ხარისხიანად,რასაც მშვენივრად გაართვა თავი.დიდი მადლობა ქალბატონ ირინას,ჩვენს ტრენერს.დიდი მადლობა ინტელს,ასეთი ტრენინგები ძალიან გვჭირდება.

 


Friday, July 4, 2014

მერვე დღე

  დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე.გავეცანი,როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.მუშაობაში დრომ სწრაფად გაირბინა.

Wednesday, July 2, 2014

მეშვიდე დღე

დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ შეფასებაზე.ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები,შეფასების ჩეკლისტები.შევავსე შეფასების გეგმა.ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.