აი,უკვე მეცხრე დღეც დადგა.ჩვენი პროექტის დრო იწურება,გავედით ფინალში.პროექზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.თითოეულ ტრენინგზე ისე სწრაფად გარბოდა დრო მუშაობაში,ვერც კი ვამჩნევდი.ძალიან ბევრი რამ ვისწავლე,რაც გამომადგება ბავშვებთან მუშაობაში.სახლშიც ბევრი დავალება გვქონდა შესასრულებელი.
ყველა მასწავლებელს ვურჩევ გაიაროს ინტელის ეს შესანიშნავი ტრენინგი.მინდა აღვნიშნო ტრენერის მონდომება და ცოდნის დონე,შემართება,ყველას ესწავლა ხარისხიანად,რასაც მშვენივრად გაართვა თავი.დიდი მადლობა ქალბატონ ირინას,ჩვენს ტრენერს.დიდი მადლობა ინტელს,ასეთი ტრენინგები ძალიან გვჭირდება.
დასრულდა მეექვსე დღეც.დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომებზე.გავაკეთე ორი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,მათ შორის ერთი ექსპერიმენტზე.გავიხსენე დოკუმენტში ცხრილის შსაბამისი დიაგრამის ჩასმა.მადლობა ტრენერს.
დღემ შინაარსიანად ჩაიარა.ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე.ასევე ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე,გავეცანი დაწყვილებისათვის საჭირო აქტივობებს.განვიხილეთ პორტფელიოს რუბრიკა.ვიმუშავეთ ინტერნეტიდან საჭირო რესურსების გადმოწერაზე და მათ შესაბამის ადგილზე შენახვაზე.თანდათან მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.
დღემ შინაარსიანად ჩაიარა.გავიხსენე შეფასების სახეები.გავეცანი მათ სახესხვაობებს.ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაზე,სლაიდები დავუმატე,სქემები ჩავსვი.....ძალიან კარგი ტრენინგია.მადლობა ტრენერს,კარგად მუშაობს